ჩვენს შესახებ

BELARIVA JEWELRY

ბელარივა არის ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი. 

ყველა ჩვენი სამკაული დამზადებულია ხელით დიზაინერის მიერ, გამოყენებულია ბუნებრივი ქვები და უჟანგავი ფურნიტურა, რაც აბსოლიტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. 

ჩვენი თითოეული ნამუშევარი იქმნება არა მხოლოდ როგორც აქსესუარი, არამედ როგორც ემოციის, სიმბოლოსა და ხასიათის მატარებელი სამკაული.

ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება რწმენას, რომ ბუნებრივ ქვას საკუთარი ენერგია, ხასიათი და ამბავი აქვს. სწორედ ამიტომ, ბელარივა თითოეულ ქვას არჩევს ინდივიდუალურად — მისი ფერის, ტექსტურისა და ბუნებრივი ფორმის მიხედვით. ორი ერთნაირი ნამუშევარი არ არსებობს.

ხელნაკეთი უნიკალურობა

ყველა სამკაული ხელით მზადდება დიზაინერის მიერ, მცირე რაოდენობით და განსაკუთრებული ყურადღებით დეტალებისადმი. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ თითოეული ნამუშევრის ავთენტურობა და ხასიათი.

ბუნებრივი მასალები

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ ქვებსა და მინერალებს — მარგალიტს, სადაფს, ნეფრიტს, იასპს, აქატს, კვარცს და სხვა ენერგიულ ქვებს. მეტალის ელემენტები შერჩეულია გამძლეობისა და კომფორტისთვის, რათა სამკაული იყოს როგორც ესთეტიკური, ასევე პრაქტიკული ყოველდღიური ტარებისთვის.

დიზაინი

ბელარივას დიზაინი შთაგონებულია ბუნებით, სიმშვიდითა და მინიმალიზმით. თითოეული ფორმა ხაზს უსვამს ქვის ბუნებრივ სილამაზეს და არ ფარავს მის ნამდვილ სახეს. ჩვენი სამკაულები ადვილად ერგება როგორც ყოველდღიურ სტილს, ისე განსაკუთრებულ მომენტებს.

BELARIVA ბრენდის ქვეშ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ინდივიდუალური მეწარმე ბელა წიქარიძე